მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრს და კაკი ზოიძეს მიმართავს

5dd3cc0396001
თელარა გელანტია
19.11.19 15:01
3058
გასულ კვირას bm.ge-მ ის წერილი მოიპოვა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს მიმართეს. კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვენ. საქმე ეხება მთავრობის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილებას, რომელიც ჯერჯერობით, არც მთავრობის ვებ-გვერდზე და არც საკანონმდებლო მაცნეზე არ იძებნება, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ძალაში 2 დღეში ანუ 21 ნოემბერს შედის.

რამდენიმე დღეა სამედიცინო დაწესებულებები შეხვედრებს მართავენ ბიზნესომბუდსმენის აპარტთან და დადგენილების ამოქმედების ვადის გადაწევას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით გამოდის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე. როგორც პარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილი სატარიფო ცვლილბები შეიცავს რიგ რისკებს. ამასთან, ის მზადაა, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდეს და საკითხზე ღიად იმსჯელონ.

დეპუტატის fb-პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

- დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედება (ამოქმედება 21 ნოემბრიდან), რადგან ის დიდი ალბათობით ქმნის რისკს დაკავშირებულს პაციენტის უფლებასთან, მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა;
- როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, 520-ე დადგენილების გარშემო შექმნილ ვითარების განსახილველად, ვთავაზობ ღია წერილის ხელმომწერებს - ჩემს კოლეგა ექიმებს, კლინიკების ხელმძღვანელებს, სამედიცინო პროფილის ასოციაციებს და დარგის ექსპერტებს სამუშაო შეხვედრას, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პოზიცია და არგუმენტაცია მიაწოდონ საზოგადოებას;
- ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ მინისტრმა ეს დადგენილება გამოსცა დარგთან სერვისებზე ტარიფებისა და აღსრულების კომპონენტების წინასწარი განხილვის გარეშე;
- ამ შეხვედრის თანმდევად, იმედს ვიქონიებ და მოვუწოდებ ჯანდაცვის მინისტრს ქალბატონ ეკა ტიკარაძეს და კომიტეტის თავჯდომარეს ბატონ კაკი ზოიძეს, რომ ჯანდაცვის კომიტეტში გავმართოთ უკვე კომიტეტის ფარგლებში დეტალური მსჯელობა.
- იმედს ვიტოვებ ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან კონსტრუქციულ და დარგის განვითარებაზე პასუხისმგებლიანი ხედვითი ლიდერის შესაფერის დამოკიდებულებაზე.