მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კობერიძე მთავრობისგან "მეტნაკლებად სრულყოფილ" ეკონომიკურ გეგმას მოითხოვს

5e9429c69bbe0
დავით ჯალაღონია
13.04.20 13:02
1456
"პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელების საკითხის მხარდასაჭერად, მთავრობის მხრიდან ანტიკრიზისული, შედარებით დეტალური ეკონომიკური გეგმის წარმოდგენას მოითხოვეს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

"სავარაუდოდ, ძალიან მალე უკვე დადგება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება-არ გაგრძელების საკითხი და წინასწარი მოსაზრებებით, როგორც ჩანს, მთავრობის სურვილი იქნება, რომ გაგრძელდეს. ჩვენი ფრაქციის სახელით ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე საგანგებო სიტუაციის შემოღების წინ ვითხოვდით პარლამენტის თავმჯომარესთან შეკრების დროს, ეკონომიკური მინიმალური გეგმების, ხედვების წარმოდგენას და ჯანდაცვაში უფრო სიღრმისეული გეგმების წარმოდგენას და მიუხედვად იმისა, რომ ეს გეგმები არ იყო იმ დროს მოწოდებული, სიტუაციის ურგენტულობიდან გამომდინარე, უპირობოდ მაინც დავუჭირეთ მხარი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. ახლა, მეორე ეტაპი იწყება და ამ დროს მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან ვერ იქნება უპირობო მხარდაჭერა გამოცხადებული, თუკი არ იქნება მეტნაკლებად სრულყოფილი გეგმები ეკონომიკის და ჯანდაცვის თვალსაზრისით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.

თქვენ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს თხოვნით მოგმართავთ, რომ მთავრობასთან ერთად მაქსიმალურად უზრუნველყოთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად ეს მსჯელობა, ან ამ გეგმის მოწოდება, რომ ჩვენ მერე არ აღმოვჩნდეთ ცაიტნოტში.

ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, წინასწარ, გარკვეული დროით ადრე, მოხდეს ამ გეგმებთან დაკავშირებით მსჯელობა, რომ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულფასოვანი გადაწყვეტილების მღების საშუალება მოგვეცეს.

იმისათვის, რომ ჩვენმა ფრაქციამ შევძლოთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება-არ გაგრძელებასთან დაკავშირებით გააზრებული გადაწყვეტილების მიღება, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების მხრიდან დახმარების გარეშე გეგმაც უნდა არსებობდეს, იქნებ საერთოდ ვერ გვეხმარებიან, ყველას თავისი პრობლემა აქვს, ეს ერთი, რომ ამ გეგმაზე ვიმსჯელოთ - მცირე, საშუალო ბიზნესთან რა ხდება, მოქალაქეებთან მიმართებით და მთლიანად ეკონომიკასთან მიმართებით რა ხდება და მეორე - მსჯელობის ფორმატები ეკონომიკის კომიტეტში რომ იყოს", - განაცხადა კობერიძემ.