26.აგვისტო .2019 14:45

ლევან კობერიძე: ნახევარმა საქართველომ ასე იცის, რომ პრემიერ-მინისტრი გამოცვლილია

views 3339
უკან

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე ხელისუფლებას პრემიერ–მინისტრის ახალ კანდიდატებზე საუბრისკენ მოუწოდებს. ამის შეასახებ იგი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ლარის კურსის გაუფასურებას მერე სხვას გადააბრალებს ხელისუფლება, მოსახლეობის სამართლიანმა პროტესტმა და ოპოციციის მიერ შექმნილმა ნეგატიურმა მოლოდინმა გააფუჭა ლარიო... და ამ დროს:

ნახევარმა საქართველომ ასე იცის, რომ პრემიერ-მინისტრი გამოცვლილია ფაქტიურად ქვეყანაში და კულუარულად იმართება ახალი პრემიერის შერჩევის პროცესი - ესაა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა? სწორედ ესეთი საქციელი ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს მოსახლეობაშიც, ბიზნეს წრეებშიც და ინვესტორებშიც, რაც ეკონომიკაში ნეგატიურ განწყობებს და შესაბამისად, ლარის გაუფასურებას და აზარალებს თითოეულ მოქალაქეს!!!

მოგიწოდებთ, გამოდით და ღიად ისაუბრეთ პროცესზე და კანდიდატებზეც - ესეთი იქნებოდა მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ქცევა და თუ ესე არაა - ესეც დაბეჯითებით თქვით! კუკუმალულობანას ნუ ეთამაშებით ქვეყანას და ადამიანებს!", - წერს კობერიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა