08.სექტემბერი .2019 12:12

ლევან კობერიძე: ქვეყანაში პოლიტიკური და ელიტარული კორუფციის ნიშნებია

views 422
უკან

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური და ელიტარული კორუფციის ნიშნებია.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას ამ და სხვა თემებზე, ჯამში, სამი კითხვა დაუსვა.

„დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს, რომ რეალურად ჩამოყალიბებულია პოლიტიკური და ელიტარული კორუფციის ნიშნები. პოლიტიკური კორუფცია ესაა ტელევიზიებთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 55 მლნ-იანი დავალიანების არსებობა, რომელის არის გადასახადის გადამხდელების ფული და მოპარულია. მე მივიღე ფინანსთა მინისტრისგან პასუხი, რომ „რუსთავი 2“-თან მიმართებაში სტრასბურგის სასამართლომ შეგვიშალა ხელიო; ნიკა გვარამიაც სტრასბურგს აბრალებს. კარგი, „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში თუ სტრასბურგმა შეგიშალათ ხელი, მაშინ რამ შეგიშალათ ხელი „მაესტროსა“ და „იმედისთვის“ დაგედოთ ინკასო და ამოგეღოთ ეს თანხები დროულად“, - მიმართა კობერიძემ გახარიას.

დეპუტატი ასევე ყალბი დღგ-ის შექმნის სქემით დაინტერესდა და საკუთარ ეჭვებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება ელიტარულ კორუფციას - 100 მლნ დღგ-ის ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა. მე მგონია, რომ ესაა ის თემა, როდესაც თქვენ, როგორც მომავალი პრემიერი დიდი გამოწვევის წინაშე დგახართ და თქვენი პასუხი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით - ბიზნესმენებზე აპირებთ, რომ გადატეხოთ მთელი ეს პროცესი? დაჭერილი გყავთ ბიზნეს-სუბიექტების წარმომადგენლები და არცერთი მაღალი თანამდებობის პირი და როგორ ხდებოდა ეს, ზემდგომ ინსტანციებში რაღაც ხელის დაფარების გარეშე, როგორ დაგროვდა ეს 100 მლნ, წარმოუდგენელია ჩემთვის“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა