15.აგვისტო .2019 12:45

ლევან მეხუზლა: პოლიტიკურმა მოვლენებმა ღვინის საექსპორტო ბაზარი შეამცირა

views 250
უკან

"2019 წლის ივნისის ბოლოს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა გამოიწვია ქართული ღვინის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირება და გააჩინა მოლოდინი, რომ წელს ღვინის მწარმოებლების მხრიდან, ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შეიძლება იყოს ნაკლები", - ეს განცხადება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა რთველი 2019 წლის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ლევან მეხუზლას ინფორმაციით, მაისთან შედარებით ივლისში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 27%-ით შემცირდა.

მეხუზლა ვარაუდობს, რომ ყურძნის ჩაბარების ფასი წელს დაბალი იქნება და რთველის პროცესი გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგება.

"მინდა აღვნიშნო, რომ წელს რთველი შესაძლოა, დადგეს გარკვეული გამოწვევების წინაშე, რადგან ბოლო პერიოდში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არაერთი ნეგატიური მოლოდინი შეიქმნა, რამაც კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

2019 წლის ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად, რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი შესაძლო სანქციების დაწესებამ, გამოიწვია ქართული ღვინის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირება და გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების მხრიდან, ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შეიძლება იყოს ნაკლები.

კონკრეტული რიცხვების დასახელებაც შესაძლებელია, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით მაისში გადაიტვირთა 4 მლნ 500 ათასი ბოთლი ღვინო, ივნისში გადაიტვირთა 4 მლნ 200 ათასი, ივლისში კი 3 მლნ 500 ათასი ბოთლი. ხედავთ რომ კლებადი დინამიკაა და მაისთან შედარებით ივლისში 27%-ით ნაკლებია გადატირთული.

აღსანიშნავია რომ ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებულმა ჯამსაღმა გარემომ შესაძლებელი გახადა რომ 2017 წლის რთველი ნაწილობრივ და 2018 წელი კი სრულიად სუბსიდიის გარეშე წარგვემართა. ამასთან 2018 წლის რთველი იყო რეკორდული, მხოლოდ კახეთში 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რამაც მწარმოებლებს 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა.

წელს ველოდებით 200-დან 250 ტონამდე ყურძნის მოსავალს და მოთხოვნა სავარაუდოდ დაბალი იქნება. აღნიშნულის მიუხედავად სააგენტო მობილიზებულია, რომ ყურძის ჩაბარების პროცესში მევენახეებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს და რთველმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს", - განაცადა მეხუზლამ.

სააგენტოს ინფორმაციით, თელავში შტაბის დაფუძნების პროცესი უკვე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა