მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან მეხუზლა: ხარისხის გაზრდის ხარჯზე, ქართული ღვინის საშუალო ფასის ზრდა აუცილებელია

614ee3388cbf0
ლიკა გურაბანიძე
25.09.21 15:40
1010

ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინის ხარისხზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მეღვინეებმა კი მის მოვლაზე უნდა იზრუნონ. სააგენტოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის საექსპორტო ბაზრებზე მე-19 ადგილზე ყოფნა ცუდი არ არის, რადგან საქართველო მცირე მოცულობით ღვინოს აწარმოებს.

“ამ ინდუსტრიაში პირველ ათეულში ისეთი ქვეყნები შედის, რომ ჩვენთან შედარებით მაღალი მასშტაბის ეკონომიურობა აქვს. ამიტომ გატანილი ღვინის რაოდენობაზე აქცენტის გაკეთება სწორი არ არის. თუმცა, ხარისხის გაზრდის ხარჯზე და გარკვეულწილად პოსტპანდემიური ეფექტის მოხსნის შემდეგ, აუცილებელია ქართული ღვინის საშუალო ფასის ზრდა და შედეგად იმ შემოსავლის სტაბილურად ზრდა, რაც ღვინოს ქვეყნისთვის მოაქვს", - განმარტა მეხუზლამ.

ცნობისთვის, საექსპორტო ბაზრებზე არსებული სირთულეების მიუხედავად, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია საქართველოში. 2019 წელს სექტორის საერთო მოგების მარჟა 30.2%, ხოლო საოპერაციო მოგების მარჟა 20.8% იყო, რაც ბიზნეს სექტორის საშუალო მაჩვენებელს 1.4-ჯერ და 1.7-ჯერ აღემატება.

პანდემიის მიუხედავად, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის შემოსავლები მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა 2020 წელს, რაც სტაბილური საგარეო მოთხოვნის დამსახურება იყო. 2020 წელს ღვინის ექსპორტი 5.6%-ით შემცირდა 210.3 მლნ აშშ დოლარამდე. ეს შემცირება გაცილებით დაბალია 2015 წლის კრიზისთან შედარებით, როდესაც ექსპორტი თითქმის განახევრდა.