მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან მურუსიძემ წელს 102 420-ლარიანი მანქანა შეიძინა – მოსამართლის ქონებრივი დეკლარაცია

5efe2cbac270b
თამთა ჯიჯავაძე
02.07.20 23:30
4051
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ მიმდინარე წელს 102 420 ლარად მსუბუქი ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი“ შეიძინა. ამის შესახებ მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა. გარდა ამისა, მან 2020 წელსვე მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში აგარაკის მშენებლობა დაასრულა, რაც 50 000 დოლარი დაუჯდა. სააგარაკე მიწის ნაკვეთი მურუსიძეს 2017 წელს ჰქონდა ნაყიდი 10 500 დოლარად. აგარაკის ფართობი 318,9 კვ.მ-ს შეადგენს, ნაყიდი მიწა კი 1000 კვ.მ-ია.

რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, ლევან მურუსიძეს 2009 წელს აქვს შეძენილი თბილისში 100,03 კვ.მ-ის ფართობის ბინა, რაშიც მან 40 000 დოლარი გადაიხადა, ხოლო 2015 წელს 5000 დოლარად ავტოფარეხიც იყიდა.

ლევან მურუსიძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ხელფასის სახით 2019 წელს ჯამში 70 731,37 ლარი აქვს აღებული. მას სხვა სახის შემოსავალი არ უფიქსირდება.

მურუსიძე 2016 წლიდან სააპელაციოს მოსამართლეა. 2018 წლიდან ის თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.