06.ივლისი .2022 18:30

ლევან ქარსაულიძე IMF-ის უფროსი ეკონომისტი გახდა

ლევან ქარსაულიძე IMF-ის უფროსი ეკონომისტი გახდა
views 895
უკან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტის უფროსი ლევან ქარსაულიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდში გააგრძელებს საქმიანობას.

კერძოდ, ლევან ქარსაულიძე კარიერას ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში უფროსი ეკონომისტის პოზიციაზე განაგრძობს.

„სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მუშაობა 2010 წელს დავიწყე, ფასების სტატისტიკის დეპარტამენტში. უკვე მეხუთე წელია ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. საქსტატში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილების შემდეგ, ნამდვილად საინტერესო გამოწვევაა გავხდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომელი“, - უთხრა BMG-ის ლევან ქარსაულიძემ.

ლევან ქარსაულიძე ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა