მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან რატიანი - "გვაცადეთ მუშაობა, ჩვენ თქვენ გემსახურებით"

5ead2ce3b10de
ინგა მურუსიძე
02.05.20 11:59
1414
გვაცადეთ მუშაობა, ჩვენ თქვენ გემსახურებით, - ამის შესახებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ესაუბროს ჟურნალისტებს, თუმცა ექიმი პაციენტების იდენტიფიცირებას ვერ მოახდენს.

„მე ვარ მოწოდებით ექიმი და არასდროს ვარღვევ პროფესიულ ეთიკას, ნებისმიერ პაციენტს აქვს უფლება ისაუბროს თავისი დაავადების შესახებ, მაგრამ მე, როგორც ექიმს, არანაირი უფლება არ მაქვს, მათი იდენტიფიცირება მოვახდინო. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ პაციენტებმა გადაწყვიტეს ნებისმიერ ტელევიზიასთან გავიდნენ კონტაქტზე და ისაუბრონ თავიანთი მდგომარეობის შესახებ, მე ნუ მომთხოვთ პასუხს მოვახდინო მათი იდენტიფიცირება, თუ ვინ არის დაინფიცირებული.

არც ერთი შემთხვევა არ არის დამალული, იტვირთება რამდენიმე პორტალზე, სადაც იდენტიფიცირებულია ნებისმიერი პაციენტი, აქედან გამომდინარე, მე, როგორც მკურნალი ექიმი, ვიხსნი პასუხისმგებლობას ინფორმაციის გავრცელებაზე და ეს პასუხისმგებლობა გადადის ზემდგომ ინსტანციებზე“, - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება პირად აღჭურვილობას, ლევან რატიანის თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი, ისევე როგორც სხვა კლინიკების, ემორჩილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს აღჭურვილი.

„ვირუსისგან, რომელსაც ამ და სხვა კლინიკებში ვებრძვით ექიმები, არც ერთი არ ვართ დაზღვეული, არც მე მათ შორის. არ ვართ დაზღვეული, რომ არ დავინფიცირდებით, რომ არ გადავალთ რეანიმაციაში და რომ არ დამთავრდება ჩვენი სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით. ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ და ძალიან გთხოვთ, გვაცადეთ მუშაობა, ჩვენ თქვენ გემსახურებით“, - განაცახდა რატიანმა.