მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან რატიანი - "მე-8 გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის ქალია"

5ead286c8c227
BM.GE
02.05.20 12:03
3196
მე-8 გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის ქალი იყო, - ამის შესახებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.  მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტი კლინიკაში 14 აპრილიდან მკურნალობდა.

„სამწუხაროდ, დღეს, დილის 10:00 საათზე დაფიქსირდა პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი და გარდაცვალების მიზეზი იყო კოვიდ ინფექციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ის 14 აპრილს შემოვიდა კლინიკაში და აღენიშნებოდა მწვავე ქრონიკული დაავადებები, ასევე ჭარბი წონა. მიუხედავად მცდელობებისა და გაწეული ღონისძიებებისა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, დღეს საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მე-8 პაციენტი გარდაიცვალა.