24.აპრილი .2020 13:25

ლევან რატიანი: ჩვენ, ექიმები ერთი გუნდი ვართ და ხვალ ამას ყველას დავუმტკიცებთ"

უკან

ჩვენ, ექიმები ერთი გუნდი ვართ და ხვალ ამას ყველას დავუმტკიცებთ, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი პასუხი ტესტზე, დანარჩენსაც ველოდებით, განმეორებით ველოდებით 13 პასუხს და ალბათ რამდენიმე საათში, დაახლოებით, 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას. ჩვენს კლინიკაში გვყავდა სამი კრიტიკული პაციენტი, ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 2 კვლავ კრიტიკულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება სატაბილურად მძიმე. გვყავს ორი ახალი შემთხვევა, მათთან არანაირი ცვლილება არ დასტურდება და დაკვირვების ქვეშ რჩებიან. მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ, ექიმები ერთი გუნდი ვართ და ხვალ ამას ყველას დავუმტკიცებთ“, - განაცხადა რატიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა