მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან რატიანი-ჟურნალისტებს: ნუ ეხუტებით ერთმანეთს, დავცილდეთ ერთმანეთს

5e89e1946c60b
თელარა გელანტია
05.04.20 17:45
1986
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მედიას და მთლიანად საქართველოს, კიდევ ერთხელ, მაქსიმალური სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, „სამწუხაროდ, ამ ვირუსის სტრატეგია არავინ იცის“.

„ერთი რაღაც მინდა ვუთხრა ყველას, მთელს საქართველოს და თქვენც (მედიას), რომ რაც შეიძლება ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული ერთმანეთისგან, რადგან სამწუხაროდ, არავინ ვიცით, ამ ვირუსის სტრატეგია, არცერთმა ექიმმა და არც - მე; მოგიწოდებთ, ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს, დავცილდეთ ერთმანეთს... არა მარტო თქვენ, ყველა - ერთმანეთს“, - ამბობს რატიანი.

საქართველოში კორონავირუსის ბოლო სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 170;
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 36;
მათ შორის გარდაცვლილი- 2;
კარანტინის რეჟიმში - 5067;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.