მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან რატიანი: საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა დასტაბილურდა

5e942011cd5ec
ინგა მურუსიძე
13.04.20 12:20
907
საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა დასტაბილურდა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მამაკაცს მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა და გადაყვანილია თერაპიულ განყოფილებაში.

“რეანიმაციაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, მათი მდგომარეობა სტაბილურია; სამი პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. ჩვენთან წევს, ასევე, 42 წლის მამაკაცი, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში, მას მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა. აღდგენილია ფილტვის ქსოვილი და გადაყვანილია თერაპიულ განყოფილებაში. დღეს რეანიმაციიდან კიდევ ერთ პაციენტს გადავიყვანთ. რაც შეეხება 8 კვირის ორსულს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ პროტოკოლის თანახმად, ჩაუტარდეს ტესტი. ასევე, გვყავს 3 მოზარდი და მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რატიანმა.