მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან სურგულაძე: საპენსიო შენატანებს 8 620 849 ლარის სარგებელი დაერიცხა

5d9ddf4997fcc
ელენე გოგბერაშვილი
09.10.19 17:21
1350
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე ჯანდაცვის კომიტეტში ამ წუთებში პარლამენტში სააგენტოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

სურგულაძის ინფორმაციით, დღეს, 09:00 საათის მონაცემებით, 2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო სქემაში 900 ათას 668 უნიკალური მონაწილეა გაწევრიანებული, საიდანაც საჯარო სექტორიდან არის 726 ათას 295, საჯარო სექტორიდან კი – 210 ათას 247 ადამიანი.

ამ პერიოდის განმავლობაში სქემა 161 756–მა ადამიანმა დატოვა. აქედან კერძო სექტორიდან 119 651–ია, ხოლო საჯარო სექტორიდან – 42 105.

საპენსიო სქემაში სულ ჩართული კომპანიების რიცხვი არის 58 292.

რაც შეეხება ფონდში აკუმულირებულ თანხებს და მასზე დარიცხულ სარგებელს, სურგულაძის თქმით, საპენსიო ფონდის ღირებულება დღეის მდგომარეობით, რომელიც მოიცავს სარგებელს, არის 361 მილიონ 374 ათას 58 ლარი, სადაც შედის 8 მილიონ 620 ათას 849 ლარის სარგებელი.

„სულ საპენსიო შენატანები და დარიცხლი სარგებელი დღეის მდგომარეობით არის 404 მილიონ 776 ათას 637 ლარი“, - აცხადებს ლევან სურგულაძე.