მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან სურგულაძე: "ველოდი, რომ სებ-ი ფულის გაიაფებას უფრო დიდი ნაბიჯებით დაიწყებდა"

5eaa7f268716d
თათია ჩაფიჩაძე
30.04.20 11:35
1530
საპენსიო სააგენტოს ყოფილი უფროსი ლევან სურგულაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მინიმუმ 1 პროცენტული პუნქტით უნდა შეემცირებინა და ეტაპობრივად, შერბილების პოლიტიკა კიდევ უფრო საგრძნობი უნდა გახდეს.

ლევან სურგულაძე bm.ge-ისთან საუბრისას აცადებს, რომ ეკონომიკის რეცესიის დროს ფულზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიაფდეს და არა პირიქით.

„6%-იანი ინფლაცია საქართველოსთვის განსაკუთრებულ მოვლენად არ მიმაჩნია, ასე რომ ახლა ყველაზე მნივნელოვანია, ეკონომიკაზე ავიღოთ ორიენტაცია და პირველ რიგში, ბერკეტი აქ არის - ეკონომიკაში იაფი ფულის ინექცია. შესაბამისად, მე ველოდი, რომ ის უფრო დიდი და სწრაფი ნაბიჯებით დაიწყებდა ფულის გაიაფებას. ახლა უნდა ყოფილიყო მინიმუმ 1 პუნქტით შერბილება, ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო კიდევ 1 პუნქტით, შემდეგ კიდევ 1 პუნქტით. 9% (რეფინანსირების განაკვეთი) არის არანორმალურად ძვირი ფული და ეს უნდა ჩამოიწიოს განსაკუთრებით მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის და იმ პროგნოზების გათვალისწინებით, რაც ჩვენს ეკონომიკაშია“, - განაცხადა სურგულაძემ.

შეგახსენებთ: გუშინ, 29 აპრილს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-დან 8.5%-მდე შეარბილა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა.