მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე: 2022 წელს ინფლაციის კუთხით განსაკუთრებული ოპტიმიზმი არ მაქვს

61c45317dfede
ლიკა გურაბანიძე
23.12.21 22:17
707

 “2022 წელს ინფლაციის კუთხით განსაკუთრებული ოპტიმიზმი არ მაქვს.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

“ენერგომატარებლებზე ფასი იმდენად გაიზარდა, რომ თუკი 2021 წელს ინფლაცია გამოწვეული იყო მაღალი მოთხოვნის შოკით, 2022 წელს ამ შოკებიდან გამომდინარე, მგონია, რომ წარმოების ნაწილში პრობლემა იქნება.

სხვადასხვა პროდუქციის წარმოება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში კიდევ უფრო გაძვირდება. განსაკუთრებული მოლოდინი იმისა, რომ წელს ინფლაციის წნეხი არ გვექნება, არ მაქვს.” - განმარტა ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებით კი 2022 წლისთვის შედარებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.

“მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის დაბალი დონე გვაქვს, მათი რიცხვი, ვინც პანდემია გადაიტანა ცოტა არ არის და შედეგად სიტუაცია უკეთესობისკენ წავა, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ გადატანას ჯობს ვაქცინირებულები ვიყოთ.” - აღნიშნა ვეფხვაძემ.