23.აპრილი .2020 21:43

ლევან ვეფხვაძე: ბიზნესების გახსნა სექტორულად უნდა მოხდეს და არა ინდივიდუალურად

views 384
უკან

“უნდა დადგეს საბოლოოდ ის დღე, როცა გაიხსნება ონლაინ ვაჭრობა, ამ სექტორის გაჩერება უკვე წარმოუდგენელი და შეუძლებელია, ბევრი კომპანია, რომელსაც ჩვენ ავუკრძალეთ საცალო გაყიდვები, აღმოჩნდნენ პრობლემების წინაშე”, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა.

ვეფხვაძის თქმით, კონკრეტული პასუხი, როგორც ჩანს, მთავრობის წევრებს არ აქვთ.

"ისინი აცხადებენ, რომ ელოდებიან ეპიდემიური სიტუაციის გაუმჯობესებას და მეტ სიცხადეს ამ მიმართულებით. ამ ლოდინში ყველაზე მთავარი მგონია, მეტი სიცხადის შემოტანა, ანუ მეტი სიცხადე ნიშნავს იმას, რომ კომპანიებმა უნდა იცოდნენ კონკრეტული დროის დედლაინი, როდის უნდა ველოდოთ ამა თუ იმ ეკონომიკის დარგების ამუშავებას. რატომ ვამბობ ამას, იმიტომ რომ კომპანიები უნდა მოემზადონ მთავარისთვის. იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ეპიდემია გაივლის და მერე ეკონომიკა ავამუშაოთ, ძალიან უსარგებლო იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ სანამ არ არის ცნობილი რაიმე ხელშესახები, რაც დადებით შედეგებს იძლევა, ჩვენ უნდა ვთქვათ სხვანაირი ფორმულიება და ეს მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეკონომიკა, ბიზნესის მოქმედება და ოპერირება ამ კრიზისის პირობებში.

თუკი ჩვენ წავალთ ინდივიდუალურად კომპანიების მიხედვით, ეს გამოიწვევს გაუგებრობას და დაძაბულობას. ალბათ ჯობია სექტორულად წავიდეთ და არა ინდივიდუალურად კომპანიების მიხედვით, მაგრამ იმ დაშვებით, რომ ცალკეული კომპანია ამ კონკრეტულ სექტორში იქნება მზად, შეასრულოს სტანდარტები. მსხვილი კომპანიები, რომლებიც ჩვენთან არიან, თავად არიან მოწადინებული რომ მათი თანამშრომლები იყვნენ უსაფრთხოდ, სხვანაირად წარმოუდგენელია. ეს პასუხისმგებლობა ამ კომპანიებს აქვთ და მემგონი ეს უკვე დაამტკიცეს შემოწმებების შედეგად“ – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა