მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე ფეხსაცმლის და თეთრეულის მაღაზიების გახსნის ინიციატივით გამოდის

5ecbdd0e0ce74
ინგა მურუსიძე
25.05.20 18:54
1283
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფეხსაცმლების და თეთრეულის მაღაზიების გახსნა ინფიცირების საფრთხეს არ წარმოადგენს, ამიტომ მათი გახსნა შესაძლებელია.

როგორც მან BM.GE-ისთან საუბარში განაცხადა, ნელ-ნელა, შესაძლებლობების ფარგლებში, მსგავსი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„თუ ტანსაცმელთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები გვაქვს იმიტომ, რომ მისი გასინჯვა ხდება და საშიშია, ფეხსაცმლებთან მიმართებაში აბსოლუტურად სხვანაირად არის საქმე. შესაძლებელია, ფეხსაცმლის გასინჯვა ერთჯერადი პარკებით, რასაც ინფიცირების რისკი მინიმუმამდე დაჰყავს. შეგვიძლია ვიფიქროთ ფეხსაცმლების მაღაზიების გახსნაზე. ასევე, თეთრეულის მაღაზიების გახსნაზე - იქ საერთოდ გასინჯვაზე არ არის საუბარი. შეიძლება მივცეთ ამ მაღაზიებს თეთრეულის გაყიდვის შესაძლებლობა და ა.შ. კარგი იქნება, თუ ნაწილობრივი შეზღუდვების მოხსნაზე ვიფიქრებთ“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ: ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები. "სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად რისკები მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება" - განაცხადა გუშინ, 24 მაისს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.