მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე: Fitch-ის შეფასება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

5f3e7fbd70243
BM.GE
20.08.20 17:38
759
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, Fitch-ის საკრედიტო რეიტინგი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ამის მიზეზი კი არის ის გარემოება, რომ Fitch-ის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლები ეკონომიკური რეცესიის ფონზე უარესობისკენ არ შეიცვალა. ვეფხვაძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, დღეს ადგილობრივ ბიზნესს და საერთაშორისო ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ მეტი ოპტიმიზმი ინვესტიციების გაფართოებისთვის.

ლევან ვეფხვაძის განცხადებით, Fitch-ის საკრედიტო სააგენტოს გადაწყვეტილებასთან ახლოსაა ასოციაციის მიერ 2019 წელს გერმანიის ლეიბნიცის ინსტიტუტსა და PMCG-სთან ერთობლივი თანამშრომლობით დაწყებული BAG ინდექსის კვლევის შედეგები, კერძოდ, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ასოციაციის წევრი ბიზნეს ოპერატორების 30% მაინც აპირებს ინვესტიციის განხორეციელებას 2020 წელს, მართალია ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებს, მაგრამ მაინც მიუთითებს იმ ფრთხილ ოპტიმიზმზე, რომელსაც ბიზნესში ამჟამად ვხედავთ.

„Fitch-ის რეიტინგი და BAG საინვესტიციო ინდექსი ინვესტორებისთვის არის კარგი ინდიკატორი, ღირს თუ არა დღეს ბიზნეს აქტივობა ჩვენს ქვეყანაში. ორივე ინდიკატორი მიუთითებს ფრთხილ ოპტიმიზმზე და მიგვაჩნია, რომ თავასთავად ეს განწყობა უკვე პოზიტიურია ეკონომიკისვის რეცესიიდან დროულად გამოსვლისთვის“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.