მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე: "ჩვენი ეკონომიკის 100%-იანმა "გათეთრებამ" შეიძლება ეკონომიკა გადაახუროს"

5e25b77a0a050
სალომე მეცხვარიშვილი
20.01.20 19:40
2176
"ჩვენი  ეკონომიკის 100%-იანმა “გათეთრებამ” შეიძლება ეკონომიკა გადაახუროს", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს. ასე პასუხობს ის შეკითხვას, რამდენად პრობლემატურია საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა და რა მასშტაბებს აღწევს ის.

ლევან ვეფხვაძის თქმით, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საქართველოში დიდ მასშტაბებს არ აღწევს, შესაბამისად, ეს საკითხი არც ისე პრობლემურია.

“ასეთი ჩრდილოვანი წილი ეკონომიკისა ყოველთვის იქნება და არის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც. მთავარია, ადმინისტრირების დროს ჯოხი არ გადავტეხოთ... ეს არ არის განსაკუთრებული პრობლემა ქვეყნისთვის, რადგან ეს პროცენტი არ არის მაღალი”, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, რომ საქსტატი იწყებს საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების გამოკვლევას, რომ აღრიცხოს ეკონომიკის ის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე არ მონაწილეობს ქვეყნის საგადასახადო სისტემაში.