მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე: RMG Gold, "ჯორჯიან მანგანეზი" და მსგავსი წარმოებები ქვეყანაში ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროა

5e7a2e1a6c663
BM.GE
24.03.20 19:57
1225
„რუსთავის აზოტი“, „ჯორჯიან მანგანეზი“, RMG Gold, „საქნახშირი“ ის საწარმოებია, რომელთა გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება,“ – აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

მისი თქმით, ეს კომპანიები მთავარი ექსპორტიორები არიან და დიდწილად სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს კიდეც ლარისა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას. როგორც ლევან ვეფხვაძე აცხადებს, შექმნილ ფორსმაჟორულ სიტუაციაში დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი საწარმოების და განსაკუთრებით ისეთი მსხვილი კომპანიების შეუფერხებელ მუშაობას, რომლებიც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ქმნიან.

ვეფხვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საწარმოო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, კომპანიები იცავენ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს. მისი თქმით, რაიმე საგადასახადო და სხვა ფისკალურ შეღავათებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო ბაზრებზე ამ საწარმოების პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა, ეს საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს. როგორც ცნობილია, მთავრობა უკვე მუშაობს იმ კომპანიების სიაზე, რომლებმაც კორონავირუსის პირობებში შეუფერხებლად უნდა იმუშაონ.

„გარკვეული დადგენილი წესების დაცვით, შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას ის საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტურქტურასთან – ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზით მომარაგება, გააგრძელებენ მუშაობას სამრეწველო საწარმოებიც, მათ შორის წიაღის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული კომპანიები, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
NS