მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე: "შემოთავაზებული 2 მლრდ, ვფიქრობ, პირობითი რიცხვია"

5e861c54a0fb6
ნინი ლონგურაშვილი
02.04.20 23:30
1037
“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით სად იქნება ფსკერი და სად იქნება ეკონომიკა ერთ ან ორ თვეში, შემოთავაზებული 2 მლრდ, მე ვფიქრობ, რომ პირობითი რიცხვია", - ამის შესახებ “საქმიანი დილის" ეთერში “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა. ლევან ვეფხვაძის თქმით, რადგან არ არსებობს პროგნოზი, რთულია კონკრეტულ რიცხვზე შეჯერება.

“ჯერჯერობით არის ძალიან ზოგადი შემოთავაზება და ზოგადი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია იმის თქმა, 2 მლრდ კონკრეტულად რაზე დაიდება, მაგრამ თვითონ განცხადება, რომ 2 მლრდ გამოიყოფა და იქნება ამაზე საუბარი, უკვე არის პოზიტიური ბაზრის მონაწილეებისთვის, რადგან ამ ბაზარზე გაურკვევლობა იყო, მომავლის თვალსაზრისით გაურკვეველი შფოთი ბაზრის მონაწილეებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით სად იქნება ფსკერი და სად იქნება ეკონომიკა ერთ თვეში და ორ თვეში, ეს 2 მლრდ-ც მე ვფიქრობ, რომ პირობითი რიცხვია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რა დაგვჭირდება და როგორ დაგვჭირდება, ამაზეც ალბათ დაახლოებით 1 თვეში შეგვეძლება უფრო კონკრეტულად საუბარი. გამომდინარე ორი მიზეზიდან - პირველი ჯერ უნდა ვნახოთ ის პროგრამები, რომელიც განხორციელდა და როგორ მუშაობს, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ იმ ფისკალურ ინსტრუმენტებზე, რომელიც გამოიყენეს ტურისტული კომპანიებისთვის, სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის და ა.შ. ჯერ უნდა ვნახოთ რა შედეგი მოგვცა, რა ეფექტი მოგვცა და არის თუ არა რაიმე პოზიტივი და რამდენად საკმარისი იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიებისთვის ამ ტიპის შეღავათი. ამის შეფასების შემდეგ გვექნება შესაძლებლობა სხვა ტიპის შეღავათებზე ვიფიქროთ.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კრიზისი შეეხო ყველა ბიზნესს, ამიტომ ნებისმიერი სახის შეთავაზება ერთნაირად უნდა გადანაწილდეს, როგორც მცირე, ისევე საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე.

“ამ კრიზისმა არ დაინდო, არც საშუალო, არც მცირე და არც მსხვილი ბიზნესი, ერთნაირი ნეგატიური ეფექტი მოჰყვა ამას და თუ რაიმე პროგნოზი გაკეთდება, ეს უნდა მოხდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასთვის, იმიტომ რომ ერთნაირად დაზარალდა ყველა სასტუმრო თუ რესტორანი. დღეს უკვე ვხედავთ, რომ ფაქტობრივად მთელ ეკონომიკას ვაჩერებთ და გასაგებია, ჩვენთვის საბოლოო ჯამში მიზანი არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, აქედან გამომდინარე შემოიღეს კომენდანტის საათი, გამკაცრდა კარანტინის ზომები და აქედან გამომდინარე ვიღებთ ეკონომიკის ფაქტობრივად 90%-ის გაჩერებას.

ამიტომ, თუ ეს ერთი თვე გაგრძელდება, ვიმედოვნოთ, რომ ერთი თვე გაგრძელდება და მეტი არ დაგვჭირდება, ბუნებრივია ეფექტი მნიშვნელოვნად ნეგატიური იქნება, მაგრამ თუ ეს კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდა ეს ეფექტი იქნება უმძიმესი",- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.