მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე: "წლის ბოლომდე ინფლაციის სანუგეშო მონაცემები ნამდვილად არ გვექნება"

5dc7f8984e8ea
ნუცა ბაზლიძე
10.11.19 15:30
1079
„ბუნებრივია, ინფლაციის მთავარი გამომწვევი არის ის, რომ გვაქვს მცირე, ჯერ კიდევ დოლარიზებული ეკონომიკა, რომელიც დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე. შესაბამისად, კურსის ცვლილება აისახება ფასებზე. ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. ინფლაციის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, წლის ბოლომდე სანუგეშო მონაცემები ნამდვილად არ გვექნება“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

თემაზე საუბრისას, ვეფხვაძემ ეროვნული ბანკის მუშაობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მას გარკვეული პერიოდის წინ ჰქონდა პრეტენზიები, რადგან ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით დროული ჩარევა ვერ მოხდა, თუმცა მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ის ხედავს აქტიურ კომუნიკაციას ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება, სტაბილურობის განცდას იწვევს.

გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში საუბრისას ლევან ვეფხვაძე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საკითხსაც შეეხო.

„ჩაკეტილ წრეზე დავდივართ. საპროცენტო განაკვეთები „ურტყამს“ მოხმარებას, მოხმარება - ბიზნესს, რომელიც ქმნის ეკონომიკას. შესაბამისად, ცუდ წრეზე ვმოძრაობთ“,- განმარტავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 6.9% შეადგინა. ცნობისთვის, ეს მონაცემი 2017 წლის შემდეგ ინფლაციის პიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს.