23.აპრილი.2016 18:28
საზოგადოება

ლევილის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერები ქართულ ენაზე ითარგმნება

ლევილის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერები ქართულ ენაზე ითარგმნება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართულ მამულში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით აღდგენილი ბიბლიოთეკა მოინახულა.
 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა ლევილის მამულში მდებარე ბიბლიოთეკის გარემონტება.

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ლევილში დაცული არქივით ბიბლიოთეკა მოაწყვეს - ამოარჩიეს, აღწერეს, მოახდინეს კლასიფიკაცია, დაიწყეს ელექტრონული კატალოგის წარმოება, მოახდინეს სკანირება. საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, გაგრძელდება ბიბლიოთეკის მოწესრიგება.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ლევილში სტუმრობისას, დიასპორის წარმომადგენლებისგან რამდენიმე საინტერესო ინიციატივა გამოითქვა - ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების თარგმნასთან დაკავშირებით.

"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც კი გამოიკვეთება ის ძირითადი სათარგმნი დოკუმენტაცია და ლიტერატურა, რომლის თარგმნაც სურთ ემიგრანტებს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით, მოხდება დოკუმენტების ამ თარგმანების გამოცემა ქართულ ენაზე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

19.ივნისი.2019 13:36
109

"საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 13:21
49

23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება

ვრცლად
18.ივნისი.2019 19:25
620

შესაძლოა, 14 მაისი „სამშობლოს დღედ“ გამოცხადდეს, 8 მარტი კი, უქმე აღარ იყოს

ვრცლად
18.ივნისი.2019 18:10
650

სერგეენკოს 7 წელი

ვრცლად
18.ივნისი.2019 16:22
488

ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

ვრცლად
18.ივნისი.2019 11:07
535

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია „Air Malta" იწყებს

ვრცლად