მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ეცემა, რადგან აშშ რეზერვების გამოყენებას გეგმავს

62454ec2835c4
გიორგი თოლორდავა
31.03.22 11:52
8431
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას და საერთაშორისო ბაზრისთვის 180 მილიონი ბარელი ნავთობის მიწოდებას აანონსებს. გადაწყვეტილების მიღების მიზანი ნავთობსა და ენერგოპროდუქტებზე გაზრდილი ფასების დასტაბილურებაა, რაც თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ბარელი WTI Crude-ის ღირებულება 5%-ით, 102 დოლარამდე შემცირდა, Brent-ის ფასი კი თითქმის 4%-ით, 109-დოლარიან ნიშნულამდე დაეცა.

ექსპერტების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, ბაზარზე ნავთობის მიწოდების გაზრდა ფასების გაძვირების ტემპის შენელებას გამოიწვევს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ფასების შესამცირებლად საჭიროა, რომ სტრატეგიული რეზერვები მიწოდების სტაბილურმა წყაროებმა, ანუ ნავთობექსპორტიორმა სახელმწიფოებმა ჩაანაცვლონ.

ნავთობის გლობალური რეზერვები ქვეყნების მიხედვით:

1. ვენესუელა - 299 მლრდ ბარელი, გლობალური მოცულობის 18.2%;
2. საუდის არაბეთი - 266 მლრდ ბარელი, 16.2%;
3. კანადა - 170 მლრდ ბარელი, 10.4%;
4. ირანი - 157 მლრდ ბარელი, 9.5%;
5. ერაყი - 143 მლრდ ბარელი, 8.7%;
6. ქუვეითი - 101 მლრდ ბარელი, 6.1%;
7. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 97 მლრდ ბარელი, 5.9%;
8. რუსეთი - 80 მლრდ ბარელი, 4.8%;
9. ლიბია - 48 მლრდ ბარელი, 2.9%;
10. ნიგერია - 37 მლრდ ბარელი, 2.2%;
11. აშშ - 35 მლრდ ბარელი, 2.1%;
12. ყაზახეთი - 30 მლრდ ბარელი, 1.8%;
13. კატარი - 25 მლრდ ბარელი, 1.5%;
14. ჩინეთი - 25 მლრდ ბარელი, 1.5%;
15. ბრაზილია - 16 მლრდ ბარელი, 1.0%.