"ლიბერთი ბანკი" საკუთარი რესურსით 100 მილიონ ლარიან პროგრამას პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით აგრძელებს - ამის შესახებ "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის ვასილ ხოდელის განცხადებაშია ნათქვამი.
მისი განმარტებით, მაისის პენსია წინასწარ ჩაირიცხება დღეს, 27 აპრილს, 70 წლის და ზევით მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და მათ ჩარიცხული თანხებით მყისიერად სარგებლობა შეეძლებათ.
"დღეს, ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო, ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა ჩვენს მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვა, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის წარმომადგენლებზე.
ლიბერთი ბანკმა, ისევე როგორც აპრილში, მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით, განახორციელებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას მაისის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. ეს პროგრამა შეეხება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით.
მაისის პენსია წინასწარ ჩაირიცხება დღეს, 27 აპრილს, 70 წლის და ზევით მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მყისიერად ისარგებლონ ჩარიცხული თანხებით, გადაიხადონ საკუთარი სოციალური ბარათით და შეიძინონ სასურველი პროდუქცია მაღაზიებსა და აფთიაქებში.
ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა, პენსიის ჩარიცხვისას თანხის განაღდებას ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთერთ საფრთხეს წარმოადგენს.
ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, პენსიის თანხების ნაღდი ფულით მიღების შესაძლებლობა მიეცემა ყველა ასაკობრივ პენსიონერს ეტაპობრივად, ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რისთვისაც შევქმენით სპეციალური პლატფორმა myliberty.ge. ამ პლატფორმაზე ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ნახვა თუ ზუსტად რა თარიღიდან შეძლებს პენსიის მიმღები მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით მიღებას ლიბერთის ბანკომატიდან ან სერვისცენტრიდან.
ასევე, მობილიზებულია 08 სამსახური, რომელიც უპასუხებს ჩვენი მომხმარებლების კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან.
რაც შეეხება 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიის მიმღებ პირებს - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მათი პენსიები ასევე ჩაირიცხება წინასწარ, ზუსტი თარიღი ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში.
ჩვენ, ეს პროგრამა წარმატებით განვახორციელეთ აპრილში და ვიცით, რომ არ არის მარტივი და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობას ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანაში. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე და ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ჩვენი თანამოქალაქეების სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება.
დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი