მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერის მიზნით, ხუთი წლის ვადით განათლების კოალიციასა და „ლიბერთი ბანკს შორის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც bm.ge-ს ბანკიდან აცნობეს, შეთანხმებას ხელი განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების ორმხრივ თანამშრომლობას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსა“ და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით.
ბანკი მთელი წლის განმავლობაში მხარს დაუჭერს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საუკეთესო ათეულისთვის სპეციალურ საპრიზო ფონდს დააწესებს.
“მოხარულები ვართ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გახდა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი, აღიარებული და პრესტიჟული პროფესიული კონკურსი, რომელსაც რეალური ცვლილებები მოაქვს. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ჯილდოს პროექტში ჩართული საზოგადოებრივი, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაყოფიერი და თანმიმდევრული თანამშრომლობაა.
აღსანიშნავია, რომ ჯილდო ინტერსექტორული თანამშრომლობის კარგ მაგალითსაც ქმნის. ამ კონტექსტში მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს თანადგომისა და ერთგულებისათვის. გვჯერა, რომ მათთან პარტნიორობით წინ ბევრი ახალი და საინტერესო სიახლე შეგვიძლია შევთავაზოთ მასწავლებლებს. ამ მიზნით ჩვენს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი ამ პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - აცხადებს განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე.
„დღეს, მაქვს პატივი „ლიბერთის სახელით“ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის მიმართ. ჩვენ წელს, უკვე მეხუთედ, მივიღებთ მონაწილეობას ამ კამპანიაში და საინფორმაციო მხარდაჭერის გარდა, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულ საუკეთესო მასწავლებლების ათეულს დავაჯილდოვებთ.
ლიბერთი ბანკისთვის მეტად საპასუხისმგებლოა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს.
გასული წელი განსაკუთრებულად რთული იყო პედაგოგებისთვის და მათდამი პატივისცემის გამოსახატად, #ლიბერთიგულით სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპრიზო ფონდი გავაორმაგოთ“, - აცხადებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი.
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება 1 მარტს დაიწყო და 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება ( www.tprize.ge).
ცნობისთვის: „ლიბერთი ბანკი“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე