13.დეკემბერი .2019 12:52

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია

views 1152
უკან

საქართველოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სს "ლიბერთი ბანკის" განაცხადი, მის სამეთვალყურეო საბჭოში მომხდარი ცვლილების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს დავით შონია ტოვებს. 

განაცხადის მიხედვით, დავით შონიამ სამეთვალყურეო საბჭოს გადადგომის შესახებ 2019 წლის 14 ნოემბერს მიმართა.

დოკუმენტში წერია:

"სს ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, დავით შონიას

ასლი: სს "ლიბერთი ბანკის" 75%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს "ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი"-ს (Georgian Financial Group B.V.)

თბილისი, საქართველო, 14 ნოემბერი

"გიდასტურებთ თქვენი 2019 წლის 14 ნეომბრის წერილის მიღებას სს "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭოს სახელით მადლობას გიხდით სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის და გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში".

პატივისცემით, ირაკლი ოთარ რუხაძე".

ამ დროისთვის "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ასეთია:

თავმჯდომარე/წევრი - ირაკლი ოთარ რუხაძე;
წევრი - მამუკა წერეთელი;
წევრი: მაგდა მაღრაძე;
წევრი: მურთაზ კიკორია.

"ლიბერთი ბანკის" აქტივები 2 მილიარდ ლარს შეადგენს, რითიც ის "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" შემდეგ, საქართველოს საბანკო სფეროს მესამე უმსხვილესი მოთამაშეა.

"ლიბერთი ბანკის" ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, მისი უმსხვილესი მეწილეები არიან: 

ირაკლი ოთარ რუხაძე - 30.40%; 
ბენჯამინ ალბერტ მარსონი - 30.39%; 
იგორ ალექსეევი - 30.39%.