27.აგვისტო .2019 23:18

ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში მაგდა მაღრაძის წლიური ანაზღაურება $30,000 იქნება

views 880
უკან

GBC-ის ინფორმაციით, ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის, მაგდა მაღრაძის წლიური დარიცხული ანაზღაურება 30 000 აშშ დოლარია. საბჭოში დამოუკიდებელ წევრად მაგდა მაღრაძე 4 წლის ვადით უკვე აირჩია.

მაგდა მაღრაძე ბანკში ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან მივიდა. მაღრაძე ფონდის დირექტორი 2013 წლიდან იყო.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში 5 წევრია ირაკლი რუხაძე, დავით შონია, მურთაზ კიკორია, მაგდა მაღრაძე და მამუკა წერეთელი.

გენერალური დირექტორის მოვალეობას ლევან ლეკიშვილი ასრულებს, რომელიც ამავდროულად ბანკის ფინანსური დირექტორია, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილი ჩაანაცვლა.

წყარო - GBC

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა