მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთი ბანკის" ვადაგასული სოციალური ტიპის ბარათებს ვადა ავტომატურად სამი თვით გაუგრძელდებათ

5e736a8b9e980
ინგა მურუსიძე
19.03.20 16:37
1296
"ლიბერთი ბანკის" სერვის-ცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად, სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა, დღეიდან, მოქმედების ვადა მაისის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ, - აღნიშნული გადაწყვეტილება "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელობამ მიიღო.

"ლიბერთის" გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა მიმდინარე წლის მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება, ბარათის მოქმედების ვადა ავტომატურად სამი თვით გაუგრძელდებათ.

"ამ გადაწყვეტილებით, ვაგრძელებთ ზრუნვას, ვაკეთებთ ყველაფერს რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მომხმარებლის ბანკში ვიზიტის საჭიროება და საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელ ნაწილს, პენსიონერებსა და სოციალური სარგოს მიმღებ მომხმარებლებს ვთავაზობთ შეუფერხებლად ისარგებლონ ლიბერთის ბარათებით", - განაცხადა "ლიბერთის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.