მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლიბერთი“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ბორდს ქმნის - ვინ იქნებიან წევრები?

613b1a9c751bb
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.21 00:00
762
„შეიქმნება ბორდი, რომელშიც როგორც ჩვენი თანამშრომლები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ასევე საზოგადოებიდან დაინტერესებული ადამიანები შევლენ“, - ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა „საქმიანი დილას“ ეთერში ბანკის ახალ სტრატეგიაზე და მასში შემავალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, სოციალური პასუხისმგებლობა ლიბერთისთვის ახალი ნაწილი არ არის, თუმცა მისი სისტემატიზაცია და გაშუქება წინა პერიოდებში სათანადოდ არ ხდებოდა. ბანკის გენერალურმა დირექტორმა ის საკითხები დაასახელა რა მიმართულებითაც ბანკში შექმნილი ბორდი იმუშავებს და განმარტა ვინ იქნებიან ბორდის წევრები.

„ჩვენ მნიშვნელოვანი საკითხები წამოვწიეთ, რომელზეც მუშაობა გვინდა: ეს ქვეყანაში ქალთა როლის წამოწევა და მათი მეტი ჩართულობაა; უფროსი თაობის ადამიანების დახმარება - ისეთი ხალხისა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება; მათ შორის იქნება ისეთი საკითხები, რომელიც სერვისს გაგვაუმჯობესებინებს და გარკვეულწილად უნიკალური სერვისების შეთავაზების შესაძლებლობასაც მოგვცემს.

ჩვენ ამას მარტო არ განვახორციელებთ, შეიქმნება ბორდი, რომელშიც შევლენ როგორც ჩვენი თანამშრომლები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ასევე საზოგადოებიდან დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საკითხზე ზრუნავენ, მათ შორის NGO-ების წარმომადგენლები. მათ უკეთ ესმით კონკრეტული საკითხები და იციან როგორ დავარეგულიროთ უკეთ. ჩვენ გვესმის ფულის მართვა, გვაქვს გარკვეული პრიორიტეტები, რომლის მიხედვით ამ საკითხში მართვაში პროფესიონალი ადამიანები ჩვენთან ერთად იქნებიან ჩართულნი“, - განაცხადა ვასილ ხოდელმა.

ცნობისთვის, 9 სექტემბერს „ლიბერთი ბანკმა“ საზოგადოებას განვითარების ახალი სტრატეგია წარუდგინა, რომლის სლოგანია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“. სტრატეგია 4 ძირითადი მიმართულებისგან შედგება: • მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა; • უმაღლესი დონის მომსახურების დანერგვა; • ახალი სეგმენტებისთვის საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრო ბიზნესის განვითარების შეთავაზება; • ბანკის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორატიული კულტურის დანერგვას.