მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბერთი სოციალურ პროექტებს აგრძელებს

5dc3d47480c18
BM.GE
07.11.19 12:21
758
ლიბერთის ინიციატივით ,,ნატალი აკადემიაში“ 60 წლის ასაკის ზემოთ მსურველებს ახალი პროფესიის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ეძლევათ.

სრულიად უფასო კურსი 5 ნოემბერს დაიწყება და 9 კვირის განმავლობაში, პროექტის მონაწილეები პროფესიონალი სტილისტებისგან თანამედროვე ვარცხნილობების ტექნიკასა და ვიზაჟის ხელოვნებას შეისწავლიან.

აღნიშნული პროექტი ლიბერთის ხელშეწყობით ზაფხულში დაიწყო და 30-მა მონაწილემ „ნატალი აკადემიის“ სერთიფიკატი მიიღო.

„აღნიშნული პროექტისადმი დიდი ინტერესის გამო, გადავწყვიტეთ პროგრამის გაგრძელება და ლიბერთის მხარდაჭერით მეორე კურსის მონაწილეები სხვადასხვა სახის პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა ვიზაჟის ხელოვნებასაც დაეუფლებიან და კურსის დამთავრებისთანავე შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ, რაც მათი დასაქმების პერსპექტივას ქმნის.” - განაცხადა შპს “საზოგადოებრივი კოლეჯი Natali Academy-ს”დამფუძნებელმა, ნატალია თოლორაიამ.

„ლიბერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და მუდმივად ახორციელებს საინტერესო პროექტებს. ამ უპრეცედენტო ინიციატივით, უფროსი თაობის ადამიანებს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა მივეცით. ვიმედოვნებთ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩვენს მიერ შექმნილი სპეციალური სივრცეები, ამ ადამიანების თვითრეალიზებას შეუწყობს ხელს’’- განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

(R)