მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთიმ" ბარათით POS-ტერმინალებიდან თანხის განაღდების სერვისი დაამატა

5ec56da50f038
თამთა ჯიჯავაძე
20.05.20 23:10
1202
ცალკეულ ობიექტებში ბარათით გადახდისას, იმავე ტერმინალით ჩვენ შესაძლებელი გავხადეთ თანხის განაღდებაც, - ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო პანდემიის კრიზისის პერიოდში, რაც ბანკმა განახორციელა.

"იხდით პროდუქციის საფასურს, იქვე შეგიძლიათ ანგარიშიდან (ბარათიდან) თანხა გაანაღდოთ. ეს უკვე შესაძლებელია სააფთიაქო ქსელებში და ახლო მომავალში მათ სხვა კომპანიებიც დაემატება. ამ მხრივაც პირველები ვართ საქართველოში. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენს გუნდთან ერთად საკმაოდ კარგად ვუწყობთ ფეხს იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რაც ეპიდემიამ წარმოქმნა“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბარათიდან თანხის განაღდების შესაძლებლობის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ ხელმოწერილი 24 მარტის ბრძანების მიხედვით გახდა ცნობილი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება უკვე ძალაში არის შესული, შესაბამისად უკვე თავად სავაჭრო და მომსახურების ობიექტების გადასაწყვეტია, ვინ როდის დანერგავს ამ სერვისს.

აქვე საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში არსებული ბანკომატებით, მაგალითად თებერვლის თვის განმავლობაში 1.6 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა, ხოლო სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში არსებული პოს-ტერმინალებით კი 780 მილიონი ლარის მოცულობის გადახდები განხორციელდა.

Forbes.ge