მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთის" ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს

5d83467dc3024
BM.GE
19.09.19 13:11
744
დღეიდან, "ლიბერთის" ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას "ლიბერთის" მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს.

როგორც BM.GE–ს "ლიბერთიდან" აცნობეს, "ლიბერთის" ბარათების მფლობელები, აღნიშნული აქციით მხოლოდ "ლიბერთის" პოსტერმინალებით გადახდისას ისარგებლებენ. აქციის ფარგლებში მაქსიმალური ქეშბექის რაოდენობა 50 ლარია.

"ლიბერთის" მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ლიბერთი" ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით", – განმარტავენ "ლიბერთიში".