მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლიბერთის“ გენდირექტორი ლარის კურსის გაუფასურების მთავარ მიზეზად პანდემიას მიიჩნევს

6087e89a50fb1
თათია კაკიაშვილი
27.04.21 17:45
800
„რომ არა პანდემია, ჩვენ დღეს ასე ნამდვილად არ ვიქნებოდით“, - ასე უპასუხა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ხოდელის თქმით, ლარის კურსის ისტორიული გაუფასურება სწორედ პანდემიას უკავშირდება; "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი მთავარ მიზეზად კი, სხვა ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში ტურიზმის სექტორის შეფერხებებს ასახელებს.

„პანდემიის ერთ-ერთი თანმდევი მოვლენა ისაა, რომ  ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ არსებობს ტურიზმი, რომელიც ჩვენი სავალუტო შემოდინებების და მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. შესაბამისად, დღეს არის ასეთი რეალობა, რომელშიც არა მარტო საქართველო, არამედ მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანა იმყოფება“, - განაცხადა ვასილ ხოდელმა.

ცნობისთვის: 27 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა; ცვლილება 0.14 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4548 ლარი გახდა - ეს 2021 წლის განმავლობაში დოლარის ღირებულების მაქსიმალური ნიშნულია.