ლიბერთის მხარდაჭერით, "აქსელის“ (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის) მორიგი საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა.
ტექნოლოგიური სტარტაპებისა და პოტენციური ინვესტორების ტრადიციულ შეხვედრას ინვესტორები და სტარტაპები ესწრებოდნენ.
"აქსელის“ ქსელი დღეისათვის 50-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და მისი მიზანია "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით, ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. Grant Thornton Georgia-სთან სტრატეგიული პარტნიორობით, აქსელის პორტფელში შემავალ სტარტაპებსა და ინვესტორებს უფასო საკონსულტაციო და იურიდიულ სერვისებზე მიუწვდებათ ხელი.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აქსელის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის, რაც თავისთავად პირდაპირ "ჭკვიანი ფულის" ინვესტირებას გულისხმობს საქართველოს ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ანგელოზი ინვესტორობის კულტურის განვითარებაში საქართველოში.“ - ამბობს გური ქოიავა, აქსელის თანადამფუძნებელი.
"ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ მიზანს ინოვაციური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მოძიება და მხარდაჭერა წარმოადგენს. მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საქართველოში ინოვაციებს, ტექნოლოგიებსა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას წაახალისებს.' - თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ლიბერთი ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნელოგიების სააგენტო (GITA), Tegeta ჰოლდინგი და Grant Thornton. აქსელის შესახებ: www.axelnetwork.org.
სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.
R
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი