02.ოქტომბერი .2019 12:00

„ლიცენზირებული ტაქსების 30%-მა ტექდათვალირება ვერ გაიარა“

views 756
უკან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლიცენზირებული ტაქსების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა.

როგორც ცნობილია, რეფორმის ფარგლებში, ლიცენზირებულ ტაქსებს ვალდებულება აქვთ წელიწადში ორჯერ ტექდათვალირება გაიარონ.

როგორც თბილისის მერი ამბობს, იმ ტაქსების რიცხვი, რომლებიც ტექდათვალირების გავლისათვის საჭირო პირობებს ვერ აკმაყოფილებენ, ლიცენზირებული ტაქსების 30%-ია.

„ტექდათვალიერების გავლის შემდეგ 30%-მა ვერ მოახერეხა დაეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რაც არის კანონით გათვალისწინებული. 70- 71% დარჩა, ვინც გაიარა ტექდათვალირება. მათ ნახევარზე მეტს კატეგორიზაცია გავლილი აქვს, დანარჩენი ახლა გადის.

„ა კატეგორიის“ ტაქსის მძღოლებისთვის გამოვყავით ვაუჩერები, რომელიც ყოველგვარი გადასახადების გარეშე აძლევთ საშუალებას გადაღებონ ან გადააკრან ფირი. ასევე მივეცით მათ შესაძლებლობა ესარგებლათ ქიმიური წმენდის ვაუჩერებით.

ძალიან ცოტა ვაუჩერია აღებული, აქაც არანაირი მოთხოვნა და გადასახადი არ გვქონდა, უსასყიდლოდ გადავცემდით ლიცენზიებს, თუმცა, ძალიან ცოტა ადამიანმა ისარგებლა ამ სერვისით“-აცხადებს კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა