მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვამ აზარტული თამაშების რეკლამირება აკრძალა

60a927701a204
BM.GE
22.05.21 19:33
1615
ლიეტუვას პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას მხარი დაუჭირა - ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვის სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს.

აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებას ხუთშაბათს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე 105 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 14 კი წინააღმდეგი იყო. 

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, აზარტული თამაშების ლიცენზიების მფლობელ კომპანიებს აღარ ექნებათ უფლება გამართონ წამახალისებელი გათამაშებები, უფასოდ დაარიგონ ჩიპები, მომხმარებელს შესთავაზონ სპეციალური ფასდაკლებები ან საჩუქები და განათავსონ რეკლამები. 

ახალი კანონი ძალაში პირველი ივლისიდან შედის.