მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვას მთავრობა კაფე-ბარებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს

5ea9a8b92453f
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.20 23:40
1270
ლიეტუვას დედაქალაქის, ვილნიუსის ადმინისტრაცია აპირებს ქალაქი აქციოს ვრცელ, ღია სივრცეში განთავსებულ კაფედ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ამისათვის ქალაქი საჯარო სივრცის დიდ ნაწილს პანდემიით დაზარალებულ ბარებსა და რესტორნებს დაუთმობს, რათა მაგიდების ქუჩაში განთავსება შეძლონ და ფიზიკური დისტანცირების წესები დაიცვან.

The Guardian-ის ცნობით, ამან ვილნიუსის ძველ ნაწილში, სადაც ისედაც ვიწრო ქუჩებია, არაერთ რესტორანს შეუქმნა პრობლემა. თუმცა, ქალაქის მერია სარესტორნო ბიზნესს უფასოდ უთმობს საჯარო სივრცის ნაწილს, ქუჩებსა და მოედნებზე.

მიმდინარე კვირიდან ქვეყანაში ნებადართულია ღია სივრცეში განთავსებული რესტორნების გახსნა, თუმცა დაწესებულია მკაცრი ფიზიკური დისტანცირების და უსაფრთხოების წესები. მაგალითად, მაგიდები ერთმანეთისაგან 2 მეტრით უნდა იყოს დაშორებული.

ლიეტუვაში ამ დროისთვის კორონავირუსის 1,344 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა.