მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი: შეშფოთებული ვარ იმით, რაც თბილისში მოხდა

6034a3a356e06
შოთა ტყეშელაშვილი
23.02.21 10:50
1111
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს დილით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალების შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა. გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს, რომ ის თბილისში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია.

"შეშფოთებული ვარ იმით, რაც თბილისში დღეს დილით მოხდა. ძალადობა არ არის სწორი გზა პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრისთვის. იმედი მაქვს, ჩვენი ქართველი მეგობრები თავიდან აიცილებენ უფრო დიდ კრიზისში გადავარდნას. თავშეკავებამ და დემოკრატიისადმი ერთგულებამ უნდა გაიმარჯვოს," - საკუთარ Twitter-ზე წერს ლანდსბერგისი. 

ინფორმაციისთვის: ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.