მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვას სურს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მეტი ქვეყანა შეუერთდეს - ლიეტუვის ელჩი

6231bdd217836
გიორგი თოლორდავა
16.03.22 13:35
880
ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ლიეტუვას სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში დასავლეთს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა შეუერთდეს.

„ჩვენ, როგორც ლიეტუველებს, გვსურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში საერთაშორისო საზოგადოებას და დასავლეთს შემოუერთდეს ყველას ის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს დემოკრატიას, თავისუფლებას და დასავლურ ღირებულებებს.

ეს ნამდვილად არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ამავდროულად ეს ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა.

ლიეტუვის მთავრობა შეუერთდა სანქციებს და ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტად მკაცრი სანქციების დაწესებასაც მოვითხოვთ“, - თქვა მან.

შეკითხვას - თუ რას ფიქრობს ლიეტუვის ელჩი საქართველოს მთავრობის პოზიციაზე, სანქციებთან არმიერთების შესახებ, კალინდრა პასუხობს:

„ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებას“.