28.თებერვალი .2020 12:22

ლიეტუვასა და ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა

views 353
უკან

როგორც Reuters-ი წერს, ლიეტუვასა და ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ლიეტუვაში კორონავირუსი დაუდასტურდა 39 წლის ქალს, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონადან დაბრუნდა. რაც შეეხება ბელარუსს, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი ირანელ ტურისტს დაუდგინდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. საერთო ჯამში, მათმა რაოდენობამ 83,385 შეადგენა.

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 335 ახალი შემთხვევა იქნა გამოვლენილი და  გარდაცვალების 44 ფაქტი დაფიქსირდა.

2,022-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლის და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამურად 2,859-ს  მიაღწია. გამოჯანმრთელდა 36,215 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა