28.ივლისი .2020 16:25

ლიეტუვაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს აღარ გაივლიან

views 538
უკან

ლიეტუვაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს აღარ გაივლიან, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე წარმოადგენს ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელს, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას.

აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაძლოა, გადაიხედოს ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლიეტuვა იმ ხუთ ქვეყანას შორის არის, რომლისთვისაც საქართველომ საზღვრები გახსნა, თუმცა საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ლიეტუველებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა