მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lietuvos rytas: ვილნიუსის სასამართლომ საქართველოს ყოფილ ელჩს ბინის ქირის გადახდა დააკისრა

5dbee037b6a6a
მიხეილ ხაჩიძე
03.11.19 16:50
7701
ვილნიუსის სასამართლომ საქართველოს ყოფილ ელჩს ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძეს ბინის ქირის და სხვა ჯარიმების გადახდა დააკისრა, - ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Lietuvos rytas წერს. ქართველი დიპლომატი კი, გადაწყვეტილებას არ ცნობს და თანხა ამ დრომდე არ დაუფარავს.

კერძოდ, Lietuvos rytas-ის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისის ბოლოს, ხათუნა სალუქვაძეს ვილნიუსის სასამართლომ ბინის მეპატრონე მანუელ რუიზა გარსიასთვის 8 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ასევე, ქართველ დიპლომატს 150 ევროს ჯარიმის და სასამართლოს მომსახურების მოსაკრებლის სახით 1,200 ევროს დაფარვა დაავალდებულეს.

ლიეტუვაში საქართველოს ყოფილ ელჩს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გამოუყენებია, თუმცა როგორც მან ადგილობრივ გაზეთს განუცხადა, ის არ აპირებს გადასახადის გადახდას, რადგან არ ფიქრობს, რომ ვინმეს ვალი აქვს.

Bm.ge ქართველ დიპლომატთან დაკავშირებას შეეცდება და მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.