მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Liffit – პერსონალური მწვრთნელი შენს სმარტფონში (R)

6284f97cbf303
BM.GE
18.05.22 18:09
714
Liffit პირველი ქართულენოვანი ფიტნესაპლიკაციაა. ის თანამედროვე ფუნქციონალით გამოირჩევა და საშუალებას იძლევა, პერსონალური სავარჯიშო პროგრამით ციფრულ მწვრთნელთან ერთად ივარჯიშო ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.

სავარჯიშო პროგრამები შედგენილია ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური მწვრთვნელების კოლაბორაციით და მოიცავს ყველაზე მოთხოვნად პროგრამებს.

ლიფფიტის ალგორითმი მომხმარებლის მონაცემებს ინდივიდუალურად სწავლობს და პერსონალურ სავარჯიშო პროგრამას სთავაზობს. დამწყებ, საშუალო დონის თუ გამოცდილ მოვარჯიშეს შესაძლებლობა აქვს გადმოწეროს აპლიკაცია, შეარჩიოს სასურველი პროგრამა, შეავსოს პირადი მონაცემები და ივარჯიშოს ნებისმიერი ადგილიდან. აპლიკაცია აღჭურვილია ყველა თანამედროვე ფუნქციონალით. ინტეგრირებული სმარტ საათებისა და ფიტნეს თრექერების მეშვეობით, მომხმარებელი პროგრესს რეალურ დროში აკონტოროლებს. აპლიკაციაშივე აქვს საშუალება, გაიცნოს და დაიმეგობროს სხვა ლიფფიტერები, მიღწევები და შედეგები სხვას გაუზიაროს. ჩაშენებული Apple Music და Spotify მომხმარებელს სასიამოვნო ვარჯიშისთვის მუსიკის უსაზღვრო არჩევანს სთავაზობს.

ამჯერად Liffit-ს მომხმარებლისთვის სპეცილური შეთავაზება აქვს, რომლის ფარგლებშიც სამთვიანი პერსონალური პროგრამის შეძენა 1 თვის ფასად შეგიძლიათ. ფასდაკლებით სარგებლობისთვის გამოიყენეთ სპეციალური პრომო კოდი: START და ივარჯიშეთ თვეში მხოლოდ 20 ლარად.

არ გადადო, #იმოძრავე, ჩამოტვირთე liffit: App Store / Play Store