მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Liffit Blog: 5 რჩევა ვარჯიშის დამწყებებისთვის (R)

628e294621400
BM.GE
25.05.22 17:33
870
იცით, რომ App Store-სა და Play Store-ში რამდენიმე კვირის წინ ფიტნეს აპლიკაცია Liffit დაემატა, რომელიც მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამებით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ისარგებლოს?

ლიფფიტის ალგორითმი მომხმარებლის მონაცემებს ინდივიდუალურად სწავლობს და პერსონალურ სავარჯიშო პროგრამას სთავაზობს. დამწყებ, საშუალო დონის თუ გამოცდილ მოვარჯიშეს შესაძლებლობა აქვს გადმოწეროს აპლიკაცია, შეარჩიოს სასურველი პროგრამა, შეავსოს პირადი მონაცემები და ივარჯიშოს ნებისმიერი ადგილიდან. რაც ძალიან საამაყოა, სავარჯიშო პროგრამები შედგენილია ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური მწვრთვნელების კოლაბორაციით და მოიცავს ყველაზე მოთხოვნად პროგრამებს.

ჩამოტვირთე აპლიკაცია შენც და შეიძინე ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა. იქამდე კი ლიფფიტის ბლოგიდან, ვარჯიშის დაწყების მსურველებს, რამდენიმე რჩევას გიზიარებთ:

დაისახე რეალური მიზნები და იცოდე, რომ ეს პროცესი მარათონია და არა სპრინტი

ერთ თვეში 10 კილოგრამის დაკლებას ვერ შეძლებ ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენო. წონის დაკარგვა ან კუნთის შენება და მისი შენარჩუნება ხანგრძლივი პროცესია. ორგანიზმს არ უყვარს ცვლილებები, მას სიახლეებთან ადაპტირება სჭირდება, რომ ნორმად აქციოს ისინი. თავდაცვითი მექანიზმით ორგანიზმი სხეულში სწრაფ ცვლილებებს ებრძვის. სწორედ ამიტომ, ადამიანთა 99% დაკარგულ წონას ვერ ინარჩუნებს და კვლავ იმატებს.

იყავი თანმიმდევრული, აქციე ვარჯიში ჩვევად

ეს რჩევა პირდაპირ კავშირშია პირველ რჩევასთან, რადგან მიზნის მიღწევას დრო სჭირდება. საჭიროა, რომ ვარჯიშში თანმიმდევრული იყო. თავდაპირველად, რეგულარული ვარჯიში რთული იქნება, მაგრამ ყოველ შემდეგ ჯერზე უფრო გაგიმარტივდება. თანდათანობით, ვარჯიშის სურვილი გაგიძლიერდება და ბოლოს, ჩვევადაც იქცევა.

არ გააკეთო ზედმეტად ბევრი ზედმეტად სწრაფად

ადამიანებს, როგორც წესი შედეგი დაუყოვნებლივ სურთ - ყოველდღე დადიან სპორტ დარბაზში და შიმშილობენ. იცი, რა ხდება ამ დროს? ორგანიზმი ვერ უძლებს ამხელა ზეწოლას და თავს ანებებენ ყველაფერს. თუ შედეგის მიღწევა გინდა, დატვირთვა ეტაპობრივად გაზარდე. ორგანიზმის ზედმეტად სწრაფად დატვირთვა კორტიზოლის დონის მატებას იწვევს, რის გამოც ორგანიზმში უფრო მეტი ცხიმი გროვდება. ხოლო სტაბილური დატვირთვა არის გარანტია იმისა, რომ ერთ ადგილას არ გაჩერდები და პროგრესი გექნება.

შეარჩიე სანდო პროგრამა ან აიყვანე ტრენერი

დამოუკიდებლად შედეგის მიღწევა რთულია. დარწმუნდი, რომ რასაც დარბაზში აკეთებ, ნამდვილად სასარგებლოა და დროს არ ხარჯავ, ან კიდევ უარესი – ზიანს არ აყენებ შენს სხეულს.

აღდგენას სათანადო ყურადღება დაუთმე

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი დატვირთვით ვარჯიშობ, თუ აღდგენას საკმარის ყურადღებას არ დაუთმობ. აღდგენა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: საკმარისი ძილი, მიკრონუტრიენტებით მდიდარი საკვების მიღება (მით უმეტეს, თუ მათ ნაკლებობას განიცდი), ადეკვატური რაოდენობის პროტეინების მიღება და ორგანიზმის შესაბამისი დატვირთვა..