Liffit ფიტნეს აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამებით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ისარგებლოს. სავარჯიშო პროგრამები შედგენილია ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური მწვრთვნელების მიერ და მოიცავს ყველაზე მოთხოვნად პროგრამებს. ლიფფიტის ალგორითმი მომხმარებლის მონაცემებს ინდივიდუალურად სწავლობს და პერსონალურ სავარჯიშო პროგრამას სთავაზობს. დამწყებ, საშუალო დონის თუ გამოცდილ მოვარჯიშეს შესაძლებლობა აქვს გადმოწეროს აპლიკაცია, შეარჩიოს სასურველი პროგრამა, შეავსოს პირადი მონაცემები და ივარჯიშოს ნებისმიერი ადგილიდან.
აპლიკაცია App Store-სა და Play Store-ში მხოლოდ რამდენიმე კვირაა რაც გამოჩნდა და გაშვებდან 2 კვირაში უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა.
ჩამოტვირთე აპლიკაცია შენც და შეიძინე ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა. იქამდე კი ლიფფიტის ბლოგიდან გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ აქციოთ ვარჯიში ჩვევად:
1. დაიწყე მსუბუქი ვარჯიშებით
თავიდანვე არ არის საჭირო, რომ საათობით ივარჯიშო. გახსოვდეს, შენ ხანგრძლივად აპირებ ვარჯიშს ( რა თქმა უნდა თუ ცდილობ, რომ ვარჯიში ჩვევად აქციო). ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ დაიწყო მსუბუქი ვარჯიშით. პირველ დღეს ივარჯიშე მაქსიმუმ 20–30 წუთი, ან შეგიძლია თუნდაც 5 წუთი ივარჯიშო. შენი პირველი მიზანი დაწყებაა!
2. არ დანებდე, თუ ვარჯიშს ჩააგდებ
მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ დღეს ვარჯიში ვერ შეძელი, არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ უნდა დაემშვიდობო მას. სავსებით ნორმალურია, რომ ერთ დღეს თავი ცუდად იგრძნო და ვარჯიში გამოტოვო. მთავარია მეორე დღეს გაიღვიძო და დაუბრუნდე ვარჯიშს.
3. არ გქონდეს არარეალური მიზნები
ადამიანები, რომლებსაც ხედავ ჟურნალის გარეკანზე ან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნავარჯიშები სხეული, ამ შედეგის მისაღწევად ძალიან ბევრს შრომობენ. თუ პროგრესს რამდენიმე დღეში ვერ დაინახავ არ დანებდე, გახსოვდეს, ეს მარათონია და არა სპრინტი. ეს არ ნიშნავს, რომ იგივე შედეგს ვერ მიაღწევ, უბრალოდ იცოდე, რომ ეს ყველაფერი არ ხდება მოკლე დროში.
მეტი ინფორმაციისთვის: www.liffit.app
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ