მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიკა ქარდავა: პანდემიამ ადამიანებს აჩვენა, რომ აუცილებელია, გქონდეს შენი სახლი-ოფისი

60e0cf171475e
მარიამ იზორია
04.07.21 19:50
923
საქართველოში უძრავი ქონების საერთშორისო ფედერაციის (FIABCI) წარმომადგენლობის FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა ლიკა ქარდავამ პანდემიის მიერ უძრავი ქონების მიმართ მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზე გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ევროპაში, სადაც უძრავი ქონების საკუთრების კულტურა დაბალი იყო, ახლა მოთხოვნაც და ფასიც საკმაოდ მზარდია, ქართველი მომხმარებლის ინტერესი კი კერძო სახლებისა და მიწების მიმართ გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა პანდემიის გამო საცხოვრებლად უფრო ჯანსაღი გარემოს მოძიება დაიწყეს.

„პანდემიამ როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში უძრავი ქონების სექტორი გარკვეულწილად დააზარალა, თუმცა წელს უკვე პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება.

აღსანიშნავია მომხმარებლის ქცევის ცვლილებაც, რაც ამ ტენდენციებშიც ისახება - მაგალითად, ევროპაში ფასებისა და მოთხოვნის ზრდა უძრავი ქონების კულტურის ამაღლებით აიხსნება; აქამდე ეს ძალიან დაბალი იყო, თუმცა პანდემიამ ადამიანებს აჩვენა, რომ აუცილებელია, შენი სახლი გქონდეს, უფრო მეტიც - შენი სახლი-ოფისი, რომელიც უსაფრთხო იქნება და სხვადასხვა ფუნქციასაც შეითავსებს. რაც შეეხება ქართველ მომხმარებელს, ის დღეს უპირატესობას უფრო მწვანე გარემოს ანიჭებს, ამაზე კერძო სახლებსა და მიწაზე გაზრდილი მოთხოვნაც მეტყველებს“, - ამბობს ლიკა ქარდავა.