მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლილო მოლი“: მეწარმეებმა ასობით მლნ ლარის საახალწლო პროდუქციის იმპორტი განახორციელეს

5fe33bc1695db
თელარა გელანტია
23.12.20 16:43
2207
კომპანია “ლილო მოლი“ განცხადებას ავრცელებს და მხოლოდ 26 და 27 დეკემბერს მუშაობის უფლებას ითხოვს. საქმე იმაშია, რომ ხვალიდან მოლები იხსნება, მაგრამ „ლილო მოლი“ - არა, რადგან ის ბაზრობის ტიპის სავაჭრო კომპლექსია და მთავრობა კი ბაზრობებს არ ხსნის.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება მათთვის აუხსნელი და გაუგებარია, რადგან გამოავლინა დისკრიმინაციული ხასიათი ამ სექტორში დასაქმებულ მეწარმეთა ერთი ნაწილის ათასობით სუბიექტის მიმართ, რომლებიც დადგნენ იმ საშიშროების წინაშე, რომ მათ მიერ შემოტანილი საქონელი საერთოდ დარჩეს გაუყიდავი ფაქტიურად ერთი წლის მანძილზე, რაც შესაძლებელია მათი საქმიანობის დასასრულის წინაპირობად იქცეს"

„საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 28 ნოემბრიდან გამოცხადებული წერტილოვანი შეზღუდვების 2 თვიანი გეგმა, მუხედავად იმისა, რომ იყო უდიდესი დარტყმა ჩვენი ბიზნესისათვის, კომპანია “ლილო მოლი“ და ჩვენს სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ათასობით მეწარმე გაგებით მოვეკიდეთ შექმნილ მდგომარეობას და ჩვენი საქმიანობა მთლიანად გადაეწყო ამ გეგმით გათვალისწინებულ ვადებზე და იმ მოლოდინით, რომ იყო პირობა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო სექტორისთვის შეზღუდვების მოხსნაზე, ჩვენმა მეწარმეებმა განახორციელეს ასობით მილიონი ლარის ზამთრის სეზონის საქონლისა და საახალწლო პროდუქციის იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო ერთი კვირა არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესს მიეღო ამ პერიოდისათვის ჩვეული მოგება, ეს იქნებოდა იმ აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება ყოველი კონკრეტული მეწარმისათვის, რაც მომავალი წლის პირველი ურთულესი თვეების განმავლობაში მისცემდა სრული განადგურებისგან დაცვისა და გადარჩენის საშუალებას“, - აცხადებენ „ლილო მოლის“ ადმინისტრაციაში.

ამჟამად "ლილო მოლის" საკუთრებას წარმოადგენს 35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი 6000-მდე სავაჭრო ობიექტით.