მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლილო მოლის“ გენდირექტორი: ასე გაგრძელება არ შეიძლება

5ffd50e5cfe2f
თელარა გელანტია
12.01.21 11:44
2753
დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ბაზრობების მფლობელებს ხვდებიან. შეხვედრას „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელიაც დაესწრება. როგორც მან bm.ge-ისთან საუბრისას განაცხადა, კოვიდვითარებიდან გამომდინარე შექმნილ სიტუაციას გაგებით ეკიდებიან, მაგრამ „ასე გაგრძელება არ შეიძლება“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ლილო მოლის“ ადმინისტრაციამ ბაზრობაზე მოვაჭრეებს sms-შეტყობინებები გაუგზავნა, რომლითაც აფრთხილებდნენ, რომ 18 იანვრიდან „ლილო მოლი“ წესების დაცვით გაიხსნებოდა და შაბათ-კვირის გარდა იმუშავებდა, მაგრამ როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

„ჩვენ იმ ინფორმაციით ვხელმძღვანელობდით, რომელიც გვქონდა, ამიტომ გავაფრთხილეთ დასაქმებულები“, - თქვა კვარაცხელიამ.

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ შეზღუდვებიდან გამომდინარე, მეიჯარეებს მაქსიმალურ შეღავათებს უწევენ.

შეგახსენებთ: წინასაახალწლოდ, “ლილო მოლმა“ 26 და 27 დეკემბერს მუშაობის უფლება ითხოვა, მაგრამ მთავრობისგან თანხმობა ვერ მიიღო.